Background image
Image description

SOKO.GE

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

ტელ: 551 58 40 46 - 599 58 40 46

მისამართი: ა.წერეთლის 142ა "ჩემი მამული"

ელ-ფოსტა: SokoGeorgia@Gmail.com

Facebook.com/SokoGeo

Background image
Background image
Image description

კალმახა სოკო (ხეთამხალი)

   დღეს-დღეობით კალმახა სოკო არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მარტივად მოსაყვანი სოკო. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს კალმახა სოკოს არაჩვეულებრივი გემო და სარგებლობა, რადგან მსოფლიოს დიეტოლოგები კალმახა სოკოს უსაჯებენ ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო ყოველდღიურ კვების რაციონის შემადგენელ ელემენტად.მისი სარგებლობა და ნოყიერება არ ჩამორჩება თევზს და საქონლის ხორცს, რაც მას ხდის საუკეთეს საკვებ საშუალებას. კალმახა სოკო შეიცავს ვიტამინების მთელ რიგს:
A, B, B1, B2, C, PP.
ასეთი ვიტამინების მრავალფეროვნების გამო, კალმახა სოკო ითვლება ორგანიზმისთვის ყველაზე სასარგებლო სოკოდ.

Image description

   საინტერესოა ის ფაქტიც, რომ კალმახა სოკო ბუნებრივ პირობებში იზრდება ხეზე და გააჩნია დიდი და მრავალჯერადი მოსავლიანობა. ამისდან გამომდინარე კალმახა სოკო ხდება იდეალურად კულტივირებადი პროდუქტი.
   ჩვენ ვაწარმოებთ უმაღლესი ხარისხის მიცელიუმს (სოკოს თესლს) რომელიც
არამარტო სოკოს დიდ მოსავლიანობას ინარჩუნებს, არამედ იმ ბუნებრივ, არაჩვეულებრივ გემოს რომელიც გააჩნია კალმახა სოკოს, ასევე მრავალწლიანი კვლევების შედეგად შესაძლო გახდა ამ სოკოს საოჯახო პირობებში მარტივი კულტივირება და მოვლა. ჩვენ ვაწარმოებთ მიცელიუმს რომელიც უძლებს ექსტრიმალურ პირობებს, დაავადებების მიმართ მდგრადია და გაძლევთ დიდი და მრავალჯერადი მოსავლის პერსპექტივას. 

Image description

დღეს თქვენ გეძლევათ საშუალება შეიძინოთ ამ შესანიშნავი კალმახა სოკოს მიცელიუმი (თესლი) 

ექსკლუზიურად ჩვენთან,
რათა მოიმკოთ ეს არაჩვეულებრივი სოკო და გაავრცელოთ ეს უნეტარესი საკვები პროდუქტი.

ჯიშები

"HK35"
"M5"
"ჩინური შავი"
და მრავალი სხვა.

Image description

ქამა სოკო (შამპინიონი)

   სპეციფიკური გემოსი და არაჩვეულებრივი არომატის, ამინომჯავებისა
და ვიტამინების სრული კომპლექსის წყალობით, ქამა სოკო
პოპულარობითა და მსოფლიო წარმოების მოცულობით პირველ ადგილას დგას.
ასევე პოპულარულია კულინარიაში, სადაც ქამა სოკოთი მზადდება
ძალიან სასარგებლო და უგემრიელესი დელიკოტესები.
   ქამა სოკო საკმაოდ იშვიათი სოკოს სახეობაა საქართველოში, რაც საქართველოში მოპოვებად და კულტივირებად სოკოებ შორის მის ექსკლუზიურობას და ელიტარობას ადასტურებს.

Image description

   ქამა სოკო შეიცავს 88-92% წყალს. ასევე დიდი რაოდენობით ცილებს, ნახშირწყლებს, ორგანულ მჯავებს და მინერალებს.

ქამა სოკო მდიდარია მთელ რიგ ვიტამინებით როგორებიცაა:
   PP, E, D, B,
ფოსფორი, კალიუმი და ცინკი რაც ხდის მას ძალიან სასარგებლოს იმუნიტეტისთვის და მთლად ორგანიზმისთვის, ასევე დაბალი კალორიული მაჩვენებელი 27კკ 100გ-ზე ხდის ქამა სოკოს იდეალურ დიეტურ საკვებად.
   მსოფლიოს განთქმული გურმანები და მზარეულები იყენებენ ქამა სოკოს შედევრალური კერძების მოსამზადებლად.

Image description

   თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ამ უგემრიელესი და ულამაზესი 
ქამა სოკოს მიცელიუმი (თესლი)
ექსკლუზიურად ჩვენთან. 
ჩვენ ვაწარმოებთ
უმაღლესი ხარისხის მიცელიუმს, რომლის მეშვეობით თქვენ შეძლებთ ამ არაჩვეულებრივი საკვები პროდუქტის კულტივირებას და გავრცელებას.



ჯიში

"A15"
 

დაგვიკავშირდით ტელ:
551 58 40 46 / 599 58 40 46
მისამართი: თბილისი, დიდუბე, ა. წერეთლის 142ა მაღაზია "ჩემი მამული" 

მიცელიუმის შეძენის შემთხვევაში
გაგიწევთ ყოველგვარ კონსულტაციას!

გისურვებთ წარმატებას!