Background image
Image description

SOKO.GE

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

ტელ: 551 58 40 46 - 599 58 40 46

მისამართი: ა.წერეთლის 142ა "ჩემი მამული"

ელ-ფოსტა: SokoGeorgia@Gmail.com

Facebook.com/SokoGeo

Background image

   კაცობრიობის განვითარებასთან ერთად სულ უფრო მცირდება ბუნებაში ველურად მზარდი საკვებად ვარგისი პროდუქტები და მათ შორის სოკოები, განსაკუთრებით ქალაქებსა და მსხვილი რაინცენტრების გარშემო, ამასთან ამ სოკოების საკვებად გამოყენება სულ უფრო სახიფათოა მასში ადამიანებისათვის საზიანო ნივთიერებების დაგროვების გამო. ამიტომაც შემთხვევითი არ არის, რომ ბოლო დროს დიდი ინტერესია მიმართული ხელოვნური გზით მათ მოყვანაზე.
   სოკოების მოსაყვანად შეიძლება გამოვიყენოთ ნებისმიერი არასაცხოვრებელი შენობა. თუ გაგვაჩნია აღნიშნული საქმიანობისთვის გამოსადეგი სარდაფი, მაშინ შეგვიძლია ის გამოვიყენოთ. ასევე შეიძლება კალმახა სოკოს მოყვანა კუნძებად დაჭრილ ხის მორებზე და ა.შ.
რაც შეეხება კალმახა სოკოს, ის შესანიშნავი საკვები სოკოა და ძალზე პოპულარულია მსოფლიოში. იგი შედარებით ადვილად მოსაყვანია. მდგრადია დაავადებების და ბაქტერიების მიმართ, ძალზე გემრიელი და მაწიერია, მისი ნაყოფი შეიცავს 6.5% ცილას, 3.8% ცხიმს და 20%-ზე მეტ ნახშირწყლებს, ასევე ძვირფას ამინომჯავებს და მიკროელემენტებს. ეს სოკო სრულიად შეგვიძლია შევადაროთ ხილის საყოფებს, ხოლო ზოგიერთი ელემენტებით კი მაგალითად, ფოსფორით - თევზს. იგი ასევე შეიცავს ვიტამინების მთელ რიგს, როგორიცაა:     A, B, B1, B2, C, PP. მას ასევე გააჩნია ბაქტერიოციდული თვისება, ორგანიზმიდან გამოდევნის ტოქსინებს და რადიოაქტიურ ელემენტებს, ხოლო სპირტიანი ნაყენი მისი ნაყოფებისა ხელს უწყობს ჰიპერტონიით, თრომბლიფლებიტის, ათეროსკლეროზისა და ზოგიერთი სხვა დაავადების პროფილაქტიკას. ამასთან, აღნიშნული სოკოს საკვებად მიღება ასევე ხელს უწყობს ორგანიზმიდან რადიონუკლეიდების გამოდევნას.
სოკოები ფართოდ გამოიყენება დიეტურ კვებაში, მათთვის ვისაც ზედმეტი წონის დაკლება უნდა, რამეთუ სოკოს საკვებად მიღება დიდხანს ავსებს საჭმლის მომნელებელ სისტემას და მაძღრისობის შეგრძნებას დიდხანს ინარჩუნებს პიროვნება.
   ამასთან, კალმახა სოკოს მოყვანა განსაკუთრებით საინტერესოა მისი მაღალი მოსავლიანობის გამო. მის მოსაყვანად საჭირო არ არის დიდი ფართობი. მატერიალური დანახარჯები მცირეა მთელი წლის განმავლობაში მაღალი რენტაბელობის მიღებით. ხოლო მისი მოყვანით გადამუშავებული სუბსტრატი წარმოადგენს ძვირფას ორგანულ სასუქს.
   ასე რომ, კალმახა სოკოს მოყვანა შეიძლება იქცეს საინტერესო საოჯახო საქმიანობად და არც თუ მცირე შემოსავლის წყაროდ.
სოკოს კულტივირების ტექნიკა მყარ სუბსტრატზე იყოფა ექსტენსიურ და ინტენსიურ მეთოდებად. სოკოს გამოზრდის ექსტენსიურ მეთოდს ატარებენ ბუნებრივ პირობებში, ხოლო ინტენსიური კულტივირება დაფუძნებულია სპეციალურად მომზადებულ პასტერიზირებულ სუბსტრატზე და სოკოს გამოზრდა მიმდინარეობს მკაცრად კონტროლირებად პირობებში. ამასთან ძალზე უხვი სოკოს მოსავალი მოდის მოკლე დროში.
   სოკოს ნაყოფსხეულების მოკრეფის შემდეგ დარჩენილი, სოკოს ფერმენტები გადამუშავებული სუბსტრატი, რომელშიც შეჭრილია სქელი ბადით მიცელიუმი, გამოდგება დანამატად სასოფლო-სამეურნეო ცხოველების საკვებში, ასევე გამოიყენება როგორც მაღალხარისხოვანი სასუქი. მიცელიუმი ასევე შეიძლება გამოყენებული იქნეს სამკურნალო წამლების დასამზადებლად (მაგრამ ეს პროცესი ძალზე რთულია).

                                                                                                  გიორგი ფორჩხიძე 

Image description

მოცემული ლიტერატურა
"კალმახა სოკოს მოყვანის ტექნოლოგია საწარმოო და საოჯახო პირობებში"
დაგეხმარებათ დიდ და ხარისხიან სოკოს გაზრდასა და მოსავლის მიღებაში.
ამ წიგნში ჩადებულია მრავალწლიანი კვლევების დაყრდნობით მიღებული უძვირფასესი ცოდნა, რომლის ანალოგი არ არსებობს და დღეს თქვენ გაქვთ საშუალება შეიძინოთ ეს წიგნი, რომელშიც
დაწვრილებით განიხილება ყველა ეტაპი
კალმახა სოკოს კულტივირებისთვის.

წიგნის შეძენა შესაძლებელია მისამართ:
თბილისი, დიდუბე, ა.წერეთლის 142ა
მაღაზია "ჩემი მამული"
 ფასი 6₾